ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების დაფინანსების სახელმწიფო სტრატეგიამ გაამართლა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
მისი განმარტებით, რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ სტრატეგია შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ახალგაზრდული ფეხბურთის დაფინანსება არა კლუბების დონეზე, არამედ ეროვნული ნაკრების დონეზე ხდება.
„ჩვენი სტრატეგიის შედეგი სახეზეა. 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, მარტივი არ არის ევროპის ჩემპიონატის ნახევრაფინალში ჰოლანდიის წინააღმდეგ 10 ფეხბურთელით ითამაშო, ჩამოიტოვო ინგლისის, საფრანგეთის, უკარინის ნაკრებები. ეს ჩვენი გუნდის დიდი წარმატებაა. მათ წინ კიდევ დიდი გამარჯვება აქვთ“- განაცხადა გილაურმა.
მან ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგისთვის 17 წლამდელთა ნაკრებს, მათ მწვრთნელებსა და ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

















