პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული
პარტიის (ELDR) ვიცე-პრეზიდენტს ლუსევის ვან დერ ლაანის შეხვდა.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი იყო.
როგორც ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვან დერ ლაანი კარგად იცნობს საქართველოს პრეზიდენტს და მის ხელისუფლებას, ამიტომ სხვადასხვა საკითხზე პოზიციების შეჯერება ადვილი იყო.
„ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ ის კარგად იცნობს ჩვენს მთავრობას და პირადად სააკაშვილს. ამიტომ ძალიან მარტივად შევთანხმდით პოზიციაზე, რომელიც მათ შეუძლიათ დაიჭირონ, რათა ევროპაში ობიექტური ინფორმაცია ჩაიტანონ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ვან დერ ლაანის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები, ასევე, გაიმართა ELDR-ის წევრ „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასა“ და პარტია „თავისუფალ დემოკრატებში“.

















