პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ქუთაისში პარლამენტის შენობაში მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია.
მაჭავარიანი შაბათს ქუთაისში იმყოფებოდა და სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
„პარლამენტი ქვეყნის სახეა, ქვეყანას აჩვენებს, დარწმუნებული ვარ ცუდი არ იქნება“ – აღნიშნა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
26 მაისს, ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობაში სიმბოლური სხდომა გაიმართება, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციის უმეტესი ნაწილი არ დაესწრება.

















