დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ
განცხადებები სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა შეიტანონ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილები შედის.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით სააგენტოს ან პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტს უგზავნიან.
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

















