თბილისში დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში სემინარი გაიხსნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სემინარი სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარდება და მას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირჟი შნაიდერი გახსნის.
„ჩეხი კოლეგები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევენ, საინტერესოა, მათი მოსაზრებები ამ საკითხთან მიმართებაში“ - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, დაგეგმილია თბილისში მყოფი შნაიდერის შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთანაც.

















