საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ში, ნიუ იორკში გაემგზავრა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე
განაცხადა, ვაშაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
მისივე განმარტებით, ვაშაძის ვიზიტი გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს უკავშირდება. შეხვედრებზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან გაეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება.
კალანდაძის თქმით, ასევე, საუბარი შეეხება სექტემბერში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის შესახებ მოსამზადებელ საკითხებს.
ნინო კალანდაძის თქმით, გაეროში ვაშაძე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან დამოუკიდებელ კონსულტაციასაც გამართავს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში 19 მაისამდე გაგრძელდება.

















