„ლეიბორისტული პარტია“ ტელეკომპანია „კავკასიას“ ანტილეიბორისტულ კამპანიაში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ პატრონის რანგში მის მიერ ნაყიდი, მოქრთამული ტელეკომპანია „კავკასია” მოინახულა.
„იმედია, ახლა მაინც მიხვდება ხალხი, თუ ვინ უხდის ამ ტელეკომპანიას ანტილეიბორისტული პროპაგანდის აგიტაციაში და კიდევ იმაში, რომ უკვე ნახევარი წელია „ლეიბორისტული პარტიის“ გამოჩენა „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში აკრძალულია“ - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ტელეკომპანია „კავკასიას“ ეკისრება.

















