პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და მათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობაზე ესაუბრა.
საუბარი შეეხო აგრეთვე საზაფხულო დასაქმების პროგრამას, სტუდენტური ბარათების შემოღებას და სტუდენტურ დაზღვევას.
„უახლოეს პერიოდში შემოვიღებთ სტუდენტურ ბარათებს, რომლის საშუალებით ფასდაკლებით სარგებლობა უამრავ დაწესებულებაში შეგეძლებათ. ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ბევრი რამ რაც სტუდენტისთვის აუცილებელია ხელმისაწვდომი, რიგ შემთხვევებში კი უფასოც იყოს“ - განუცხადა შეკრებილ სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით ბაქრაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ უნივერსიტეტების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა უკვე სახელმწიფოს დაფინანსებით შეეძლებათ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

















