პარლამენტის წინ შეკრებილ აქცის მონაწილეებს ტრიბუნაზე დამონტაჟებული სპეციალური მონიტორიდან პირდაპირი ჩართვით ცოტა ხნის წინ მინდია გულუამ მიმართა.
მან ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, გულისხმიერება გამოიჩინოს და დევნილთა საქველმოქმედო ფონდში თავისი წვლილი შეიტანოს.
დევნილთა საქველმოქმედო ფონდში, რომელსაც ქართველი, აფხაზი და ოსი ბიზნემსენები დააფინანსებენ, პირველი შენატანი - 25 მილიონი დოლარი თავად გულუამ შეიტანა.
მისი განცხადებით, ქართველი ხალხისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა ეროვნულ ნიადაგზე მოსულ ხელისუფლებას შეუძლია და პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ სწორედ ასეთი ძალაა, რომელსაც კონკრეტული გეგმები აქვს.

















