პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი სამართალდამცავებმა დააკავეს.
ამის შესახებ აქციის მონაწილეებს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განუცხადა.
მან აქციაზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
გიორგაძის განცხადებით, ახალგაზრდებს არაფერი დაუშავებიათ და ისინი აქციაზე მხოლოდ დროშებით იმყოფებოდნენ.
სოსო გიორგაძე ტრიბუნიდან პოლიციის თანამშრომლებთან სასაუბროდ ჩავიდა. ამ წუთებში დგინდება რამდენი ახალგაზრდაა დაკავებული და სად არიან სინი გადაყვანილნი.

















