პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ოძელმა გაუცხადა, რომ დღეს ფუძნდება დევნილთა საქველმოქმედო ფონდი, რომელშიც მინდია გულუას 25 მლნ აშშ დოლარი შეაქვს.
გიორგი ოძელის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც პრიორიტეტებს განსაზღვრავს და ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს განახორციელებს აფხაზებთან და ოსებთან ერთად.
მისივე თქმით, ფონდის სათაო ოფისი შვეიცარიაში იქნება, თუმცა თუ საქართველოს მთავრობის ნებართვა იქნება, ფილიალები სოხუმსა და ცხინვალშიც გაიხსნება.
„განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მიმართეს, ხელის აწევით დაედასტურებინათ, რომ ისინი ფონდის ფილიალების დაფუძნებას მხარს დაუჭერენ.

















