12–13 მაისს, დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები რეგლამენტის ახალ პროექტზე ბათუმში იმსჯელებენ.
შეხვედრა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული.
პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტის თანახმად, პლენარული სხდომები ოთხშაბათსა და პარასკევს გაიმართება, პლენარული სხდომა კი, 11.00 საათის ნაცვლად 12:00 საათზე დაიწყება.
ახალი რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს საპარლამენტო კომიტეტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრისას მიღებული ინფორმაციის წერილობით მიწოდებაც ევალებათ.
პარლამენტმა რეგლამენტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მომავალ კვირას კი მასზე კომიტეტები და ფრაქციები მეორე მოსმენით იმსჯელებენ.

















