საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის აეროპორტის მუშაობას მოუქნელს უწოდებს.
ამის შესახებ მან ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2012“-ის ცერემოანიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფოთისა და ქუთაისში მშენებარე აეროპორტები იმ კომპანიას, რომელიც თბილისის აეროპორტს უწევს ექსპლუატაციას, კონკურენციას შეუქმნიან.
„საქართველოში ხალხს უჭირს. მათ იაფი ბილეთები სჭირდებათ. იმის გამო, რომ ეს კომპანია მოუქნელია საქართველოდან ევროპაში ფრენა ძალიან ძვირია“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქუთაისში მშენებარე აეროპორტი იაფი ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი.
„ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე იაფი ფრენების კომპანიასთან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისის მგზავრები და ასევე, დასავლეთ საქართველო ამ აეროპორტმა გააცოცხლოს“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დიდი აეროპორტი ფოთშიც შენდება, რომლის მშენებლობაც მომავალი წლის ზაფხულში დამთავრდება.
პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული აეროპორტი ბათუმის აეროპორტს შეავსებს და მესტიას, ანაკლიას, ფოთს და სამომავლოდ ქალაქ ლაზიკას მოემსახურება.

















