„საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ბარათის American Express-ის მფლობელებისთვის დღეიდან შოპინგ კვირეული იწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, ბარათის მფლობელები პეკინის ქუჩაზე მდებარე 70–მდე სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში 50%–მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ამასთან, მათივე განმარტებით, მომხმარებლებს American Express–ის ბარათებზე Membership Rewards-ის (MR) გაზრდილი დაგროვებითი ქულები და მეტი მოცულობის Cashback–ი დაერიცხებათ. აქცია 21 მაისამდე გაგრძელდება.

















