საქართველოს ხვალ შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „მოდერატების პარტიის“ წევრები ესტუმრებიან.
ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრა.
შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან და სხვა თანამდებობის პირებთან.
ისინი ქუთაისსაც ესტუმრებიან და ბაგრატის ტაძარს, გელათის მონასტერს, პარლამენტის ახალ შენობასა და მთავრობის სახლს დაათვალიერებენ. დელეგაცია გორშიც ჩავა.
შვედეთის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლები საქართველოს 16 მაისს დატოვებენ.

















