logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს კორექტულობისკენ მოუწოდებს
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს კორექტულობისკენ მოუწოდებს
12:41 11.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს კორექტულობისკენ მოუწოდებს.
ივანიშვილმა ამის თაობაზე მაშინ ისაუბრა, როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს - ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს იმიჯს ზიანს აყენებს კოალიციის წევრების, თუნდაც დავით უსუფაშვილის განცხადებები, თითქოს საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის.
იავნიშვილმა უსუფაშვილის თანდასწრებით ჟურნალისტებს განუცხადა, ეს თავად მისთვის ეკითხათ, რაზეც უსუფაშვილმა განმარტა, რომ ეს ტყუილია და მსგავსი განცხადებები არასოდეს გაუკეთებია. ამის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებს მიმართა.
„მე არ მინდა თქვენი მისამართით მუდამ მოწოდებები გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, ამის საჭიროება ჯერ კიდევ არსებობს. შეეცადეთ იყოთ კორექტულები. მე ვიცი, რომ თქვენ ხართ ტელევიზიაში, მათ თავიანთი მიმართულება აქვთ და თავიანთი მეპატრონეები ჰყავთ, მაგრამ თქვენ მაინც შეეცადეთ მაქსიმალურად კორექტულები იყოთ იმ დავალების შესრულებისას, რომელსაც იღებთ“ - განაცხადა მან.
ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ის უცხოელ ლობისტებზე ხარჯავს. თუმცა. მისი განცხადებით, ეს თანხა გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც პრეზიდენტი ხარჯავს ამ მიმართულებით.
„მე ჩემი შრომით მოპოვებულ ფულს ვხარჯავ, მაგრამ სააკაშვილი, რომელსაც მხარს უჭერთ და დაუჭირეთ - ეს თქვენი ნებაა, თქვენს ფულს, ჩვენი ხალხის ფულს ხარჯავს. მე ჩემი ფულის დახარჯვის უფლება მაქვს და თქვენ შეეკითხეთ მას, ვინც ასეთ შეკითხვებს გიკვეთავთ - რამდენს ხარჯავს. იქნებ ეს გაარკვიოთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა