logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პრეზენტაციას დაესწრო
პრეზიდენტი „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პრეზენტაციას დაესწრო
09:57 11.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პრეზენტაციას დაესწრო.
მიხეილ სააკაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა განათლებაა.
მისი თქმით, ქვეყანამ სწორედ განათლების საშუალებით უნდა იპოვოს საკუთრი ნიშა და მსოფლიო ბაზრებზე არსებული ტენდენციები კომპიუტერის საშუალებით უნდა აკონტროლოს. საამისოდ კი, კომპიუტერისა და ინგლისური ენის ათვისება მას აუცილებლობად მიაჩნია.
ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული საზოგადოება მიზნად საქართველოს სოფლების კომპიუტერებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას ისახავს.
მისი თქმით, სოფლების 80 პროცენტში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო თბილისი სრულად დაიფარება WI-FI სისტემით. მან იმედი გამოთქვა, რომ 2015 წელს სკოლის მოსწავლეების 90 პროცენტს საკუთარი კომპიუტერი ექნება.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაფუძნების ოფიციალური დოკუმენტი გააფორმა. მან დეკლარაციას ხელი საკუთარი ID ბარათის მეშვეობით, ელექტრონულად მოაწერა.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პირველ ეტაპზე საქართველოს 300-მდე სოფელშია კომპიუტერული ცენტრების შექმნა დაგეგმილი. ცენტრებში მოსახლეობა ინტერნეტით სარგებლობის სწავლას და საკუთარი პროდუქციის Online გაყიდვას შეძლებს.
კომპიუტერული მომსახურების ცენტრებში ადგილობრივი ინსტრუქტორები იმუშავებენ, რომლებიც ტრენინგსა და კონსულტაციას გაივლიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა