„სახალხო კრების“ აღმასრულებელo საბჭოს და „სახალხო კრების“ დარბაზის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სასტუმრო „ვერე პალასში“ მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 21 და 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს პოზიციებს შეაჯერებენ და საზოგადოებას გააცნობენ.
წინასწარი ინფორმაციით, 21 მაისს სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს და დარბაზის წევრთა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართება. დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა, ხოლო 26 მაისს სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს დაღუპულებს პანაშვიდს გადაუხდიან, ცოცხლებისთვის კი - პარაკლისი ჩატარდება.

















