გერმანიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თავის გერმანელ კოლეგას ნორბერტ ლამერტს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, შიდაპოლიტიკური ვითარება და მოახლოებული არჩევნები იყო.
ბაქრაძემ და გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზეც იმსჯელეს.
"გერმანია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა, როგორც ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახარდამჭერი ქვეყანა” - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნორბერტ ლამერტმა ბაქრაძისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა საქართველოში არჩევნებისთვის მზადების შესახებ. ლამერტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურად ჩართვის თაობაზე.

















