პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის ზუსტი თარიღი მომდევნო კვირაში გაირკვევა.
საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი ახალ ინიციატივებზე ისაუბრებს, თუმცა ამ ინიციატივების შინაარსი ჯერჯერობით არ ხმაურდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძირითად აქცენტებს სოციალურ, ეკონიმიკურ, პოლიტიკურ საკითხებზე და საგარეო ურთიერთობებზე გააკეთებს.
მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ერთ საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების გამოსვლა რეგლამენტით დადგენილი წესით მოხდება.
მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით ბოლო გამოსვლა იქნება.

















