საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს, ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხებს და ევროპას მე-2 მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.
როგორც შალვა ნათელაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ის სოლიდარობას ომის ყველა მონაწილესა და ვეტერანს სოლიდარობას უცხადებს.
„ამასთან სამარცხვინოდ მიგვაჩნია, ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომში უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინის ძეგლი, მის მშობლიურ ქალაქ გორში ღამით, ჩუმად იქნა მოპარული და გადამალული. ამის შესახებ ბრძანება ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ წაქცეულ-გაქცეულმა სააკაშვილმა გასცა“- ნათქვამია განცხადებაში.
„ლეიბორისტები“ სააკაშვილისგან დანგრეული ძეგლებისა და მემორიალების აღდგენას ითხოვენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილის მიერ დამყარებული რეჟიმი 21-ე საუკუნის ფაშიზმის ნაირსახეობაა, რომელზეც მსოფლიო თვალს არ უნდა ხუჭავდეს.

















