პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი კომუნიკაციის არქონის გამო, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებს საშუალება არ ჰქონდათ
გაერკვიათ, რომ რამდენი წელია, რაც ივანიშვილი საქართველოში ცხოვრობს.
ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
მისი განმარტებით, ივანიშვილის წარმომადგენლებს უნდა გაერკვიათ ცხოვრობდა თუ არა ის საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამის ნაცვლად, ისინი მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატების“ კრიტიკით დაკავდნენ.
თარგამაძის განმარტებით, ივანიშვილის წარმომადგენლები თვად უნდა იყვნენ დაინტერესებული საკონსტიტუციო ცვლილებების ისე განხორციელებით, რომ ხელისუფლებასთნ კომპრომისი იქნას მიღწეული და ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.
მისივე თქმით, ის ამ კუთხით მუშაობას კვლავაც გააგრძელებს და მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ალტერნატიულ პროექტს წარადგენს, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ცხოვრების, ბინადრობის ცენზი 3 წლით განესაზღვრება.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა და მას ბოლო 10 წელი საქართველოში არ უცხოვრია. ამდენად, საკონსტუტუციო ცვლილებები არ შეეხება.
პარლამენტის მიერ გუშინ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახამად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

















