„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ომის ვეტერანებს შეღავათებს ჰპირდება. ამის
შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ დღეს, ვაკის პარკში განაცხადა.
ძაგანიამ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
„მოვედით რათა პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომის გმირებს, ჩვენ წინაპრებს და მივიჩნევთ, რომ უნდა გავაცნობიეროთ რამდენად საშიშია ხელისუფლებაში ისეთი არაადეკვატური პოლიტიკოსის მოსვლა, როგორიც ფაშისტების ლიდერი იყო“-აღნიშნა ძაგანიამ.
მისივე თქმით, ლეიბორისტები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს განსაკუთრებით აფასებენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათ მნიშვნელოვან შეღავათებს ჰპირდებიან.
აქვე, ძაგანიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „ლეიბორისტული პარტია“ რუსეთთან ურთიერთობას აღადგენს.

















