საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჩიკვაიძის გარდაცვალების გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, უმაღლესი რანგის დიპლომატი ალექსანდრე ჩიკვაიძე გუშინ გარდაიცვალა.
ალექსანდრე ჩიკვაიძე 1992-1995 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას ხელმძღვანელობდა, 1995-2003 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში, 2003-2005 წლებში - შვეიცარიის კონფედერაციაში, ასევე, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენელი იყო.
საგარეო პოლიტიკური უწყება მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ჩიკვაიძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამინისტროს თანამედროვე ტიპის საგარეო პოლიტიკურ უწყებად ჩამოყალიბებაში.
ალექსანდრე ჩიკვაიძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

















