ბაზალეთში "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ "რესპუბლიკელები"არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადებიან როგორც პროგრამული დოკუმენტების, ასევე ძლიერი საარჩევნო ინფრასტრუქტურის შექმნის კუთხით.
დავით ბერძენიშვილმა საერთაშორისო ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა რომ კოალიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობა და ამ დროისთვის მიღწეული შედეგები დამაკმაყოფილებელია.
"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის სხდომას 33 წევრი და პარტიის სარევიზიო კომისია ესწრება.
ღონისძიებას პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დავით ზურაბიშვილი და აღმასრულებელი მდივანი გიგლა აგულაშვილი შეუერთდნენ.

















