logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქრისტიან-დემოკრატები“ პარლამენტში მიმდინარე პროცესს აბსურდს უწოდებენ
„ქრისტიან-დემოკრატები“ პარლამენტში მიმდინარე პროცესს აბსურდს უწოდებენ
19:55 08.05.2012
„ქრისტიან–დემოკრატებმა“ პარლამენეტში მიმდინარე პროცესებს აბსურდი უწოდეს. უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება პრობლემებს მოგვარების ნაცვლად, ართულებს.
„ამ აბსურდის მეორე ნაწილი ის არის, რაც ივანიშვილის მხარდამჭერი საზოგადოების მხრიდან ხდება. ისინი ისე აპროტესტებენ ამ შესაძლებლობას ლამის საქართველოს პარლამენტის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვონ. ასეთი ორმხრვივი აბსურდი გვაქვს“ _ აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე აზრით, „ქრისტიან–დემოკრატების“ მიზანია, რომ არჩევნები სამართლიანი და კონკურენტული იყოს.
„ეს უნდა იყოს განხილვის საგანი და არა ის, რომ ერთი ჯიუტად ვირზეა შემჯდარი, სიმბოლურად ვამბობ, პირდაპირ არ ვგულისხმობ, მაგრამ შეიძლება მალე ესეც ვნახოთ, რადგან ძალიან აქტიურია ჩვენი პრეზიდენტი. პირველი აქედან არ ჩამოდის და მეორე დაინტერესებულია რომ მათ ლიდერს მოქალაქეობა არ ჰქონდეს“ – განაცხადა თარგამაძემ.
იგი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით განხილვისას ალტერნატიულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ბოლო 3 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების უფლებას შეეხება.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით დღეს მიიღო. კონსტიტუციაში ცვლილებებს 112 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ასეთი შინაარსის ახალი 104/4 მუხლი დაემატა - „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.
კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ ამ ფორმულირებაზე საკმაოდ ბევრი იდავა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა