პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო. კონსტიტუციაში ცვლილებებს 112 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ასეთი შინაარსის ახალი 104/4 მუხლი დაემატა - „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.
კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ ამ ფორმულირებაზე საკმაოდ ბევრი იდავა.

















