logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ენდრიუ მურდზა და დავით კარტოზია ლაზიკას პროექტისთვის ბოლომდე ბრძოლას აპირებენ
ენდრიუ მურდზა და დავით კარტოზია ლაზიკას პროექტისთვის ბოლომდე ბრძოლას აპირებენ
19:26 08.05.2012
ამერიკელი მილიონერი ენდრიუ მურდზა და მისი პარტნიორი, ამერიკაში მყოფი ქართველი დავით კარტოზია ქალაქ ლაზიკას პროექტისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.  ამის შესახებ კარტოზიამ ამერიკიდან სოციალური ქსელის „სკაიპის“ მეშვეობით გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქალაქ ლაზიკას აშენების იდეა სწორედ მათ ეკუთვნოდათ და ის საქართველოს ხელისუფლებამ მიითვისა.
ბიზნესმენი იხსენებს, რომ იდეის ავტორებმა ლაზიკას პროექტი 2010 წლის დეკემბერში, აშშ-ში მაშინდელ საქართველოს ელჩს ბათუ ქუთელიას გააცნეს.
მისივე თქმით, პროექტის შესახებ მოლაპარაკებებში საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის დავით ტყეშელაშვილი და თემურ იაკობაშვილიც იყვნენ ჩართული. კარტოზიას განმარტებით, არსებობდა შეთანხმება რომ მიმდინარე წლის თებერვალში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკაში ქართული დელეგაცია უნდა ჩასულიყო, თუმცა, საქართველოს მთავრობისგან მას შემდეგ არანაირი პასუხი აღარ მიუღიათ.
„2012 წლის 14 თებერვალს ჩვენ 100%-ით დავრწმუნდით, რომ ლაზიკას პროექტი მოგვპარეს. საქართველოს საელჩოში განგვიცხადეს, რომ საქართველოდან დელეგაცია ჩამოსვლას არ აპირებდა და საერთოდ არ გვიცნობდნენ“ - განაცხადა მან.
კარტოზიას თქმით, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი მაიკლ ველკანდასიც მონაწილეობდა.
კარტოზიას შეფასებით, ლაზიკას პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
„ეს უნდა ყოფილიყო 21-ე საუკუნის ქალაქი. დაგეგმილი იყო ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე ქალაქის მშენებლობა. იქ 30-32 ათასი მოქალაქე იცხოვრებდა, რომლებიც ხამანწკების წარმოებით დაკავდებოდნენ“ - განაცხადა კარტოზიამ.
მისივე თქმით, ხამანწკა მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია - აშშ-ში თითო ხამანწკა 1-2 აშშ დოლარი ღირს.
ამერიკელი მილიონერი და მისი ქართველი პარტნიორი აცხადებენ, რომ პროექტის დასაცავად და დასაბრუნებლად ყველა გზას მიმართავენ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღევანდელი მთავრობის აღვირახსნილობა მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ“ - აღნიშნა მან.
კარტოზია სამოქმედო სტრატეგიის დაკონკრეტებას ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიმართოს.
ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს განაცხადა. მისი თქმით, ქალაქი 10 წელიწადში აშენდება და ის თბილისის შემდეგ საქართველოში სიდიდით მეორე იქნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა