საკონსტიტუციო ცვლილება სრულიად ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა და ის დეპუტატებს ახალი რედაქციით უკვე დაურიგდათ.
კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ასეთი შინაარსის ახალი 104/4 მუხლი ემატება - „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.
აღნიშნული ფორმულირება იმ ვარიანტისგან განსხვავდება, რომელიც გუშინ საყოველთაო-სახალხო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე მიიღეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების აქამდე არსებული ვარიანტი კი ასეთი იყო - „2015 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე სარგებლობენ პირები, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში, 10 წელი უცხოვრიათ და ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.
საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ რედაქციას პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.

















