საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გლდანში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, აღნიშნული პროფესიული ცენტრის აშენება მისი იდეა იყო.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, საქართველოში ყველა მუშაობს, მათ შორის პრეზიდენტი. მისივე თქმით, მშენებლობაზე მუშაობა რთული არ არის, პირიქით, ძალიან საინტერესოა.
„ერთია როცა ჯადოსნურ ჯოხს აიქნევ, მაგრამ როცა შენ თვითონ დაღვრი მთელი დღე ოფლს, ეს უფრო მნიშვნელოვანია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ლითონის კონსტრუქციის შემინულ ცენტრში ნებისმიერ მოქალაქეს ექნება პროფესიული განათლების მიღების საშუალება.
ამ ეტაპზე გლდანში ცენტრის შენობის გადახურვის, მოპირკეთებისა და შემინვის სამუშაოები მიმდინარეობს.
გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრი სექტემბერში გაიხსნება.

















