ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, "პარტიების პროკურატურა" უნდა დაერქვას.
ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კონტროლის პალატისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხი განიხილებოდა.
ბაღათურიას თქმით, კონტროლის პალატას აუდიტთან საერთო არაფერი აქვს და უმჯობესი იქნება, თუ მას "პარტიების პროკურატურას" დაარქმევენ.
"ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა და შეწუხება იმასთან დაკავშირებით თუ რა დავარქვათ კონტროლის პალატას, საჭირო არ იყო. ადრე კონტროლის პალატა სრულიად უწყინარი ორგანო იყო, დღეს ის პარტიების შეწუხებისა და მათი ფინანსების მაკონტროლებელი ორგანო გახდა. მოდით დავარქვათ მას "პარტიების პროკურატურა" - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლას უკავშირდება, დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება.

















