საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილმა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლეს, შორენა გიგაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შორენა გიგაშვილი დედობილთან, ანა ბურდულთან ერთად უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. 36 წლის ანა ბურდული სასულიერო აკადემიაში ანთროპოლოგიას კითხულობს. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ანა თავის შვილობილს არ ტოვებს . ნაშვილები გოგონა უნარშეზღუდულია, რაც მასზე მზრუნველობისა და ყურადღების საჭიროებას აორმაგებს.
სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც დაინტერესდეს გოგონას სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს.

















