პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე დღევანდელი სასამართლო სხდომა გადაიდო.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩაჩიბაიას ადვოკატმა გიორგი სამუშიამ განუცხადა, პროცესი ჩაჩიბაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადეს.
მისი თქმით, ბრალდებულს გულის შეტევა ჰქონდა, მას შესაბამისი მედიკამენტები მისცეს და აქედან გამომდინარე, პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.
ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 14 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.
სერგო ჩაჩიბაია მარტში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, ჩაჩიბაია ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციიის მიწოდების გამო დააკავეს.

















