logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა პრეზიდენტისა და სამოქალაქო რეესტრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა პრეზიდენტისა და სამოქალაქო რეესტრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
14:02 08.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა  და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ კოალიციის იურისტების ჯგუფის წევრებმა შალვა თადუმაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ დღეს „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ბარამიძის განცხადებით, მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - პირველი ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო რეესტრის დასკვნა, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ივანიშვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა; მეორე მოთხოვნაა პრეზიდენტს დაევალოს ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ ბრძანებულების გამოცემა.

ადვოკატების განმარტებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა თითქოს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეეძლო პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე განცხადებით მიემართა, ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

მათივე განმარტებით, პრეზიდენტმა კი, უმოქმედობით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი უხეშად დაარღვია. ადვოკატების თქმით, აღნიშნული კანონის თანახმად სწორედ საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას პირის მოქალაქედ მიღების შესახებ - დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იგი ბრძანებულებას გამოსცემს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხევაში - განკარგულებას.

იურისტების განცხადებით, მათ სარჩელით სასამართლოს 2 მაისს მიმართეს. სასამართლომ აღნიშნული საქმე 2 თვის ვადაში უნდა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანოს.

საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ პრეზიდენტს 5 იანვარს მიმართა. 4 აპრილს კი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დასკვნა გამოსცა, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალქეს არ შეეძლო ნატურალიზაციის წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე პრეზიდენტისთვის განცხადებით მიემართა, მას ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება უნდა ეთხოვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა