პარტია “თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კალმახელიძეს ნდობა გამოუცხადა, არადა, ახლახან საპატიმროში სამი ადამიანი გარდაიცვალა.
"მაინტერესებს რა პასუხს სცემთ იმ ჭირისუფლებს, რომელთა პატიმრები თქვენს მიერ კალმახელიძისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ დაიღუპნენ? – მიმართა ცაგარეიშვილმა მმართველი პარტიის წევრებს.
უმრავლესობამ ცაგარეიშვილს ამ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა. მათ ცაგარეიშვილს წარსული გაუხსენეს და „გაიშნიკობა“-ზე კიდევ ერთხელ მიუთითეს.

















