პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს შენობის მშენებლობა გაწერილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
დღეს, პლენარულ სხდომაზე მიხეილ მაჭავარიანმა ოპოზიციის საპასუხოდ აღნიშნა, რომ პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით არაფერი არაორდინალური არ ხდება.
მიხეილ მაჭავარიანი შაბათ–კვირას ქუთაისს ეწვევა და პარლამენტის მშენებლობას ადგილზე დაათვალიერებს.
„26 მაისისთვის პარლამენტის შენობის დასრულებას ვერ ვასწრებთ, მაგრამ პლენარული სხდომის დარბაზი მზად იქნება. მშენებლობა გარაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და წინ მივდივართ. ამ კვირაში, შენობას ვნახავ და ჩემს მოსაზრებასაც მოგახსენებთ“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
მან პარლამენტის მშენებლებს მადლობა გადაუხადა და იქვე დაამატა, რომ მშენებლებს გარკვეული შეკითხვები აქვთ, რომელსაც პასუხს ადგილზე გასცემს.

















