საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთთან მიმართებაში გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი საბჭოთა პოლიტიკაზე საუბრობდა, რასაც ყველა საღი აზრის ადამიანი მიხვდებოდა.
დარჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადების ინტერპრეტირება განსაკუთრებით იმ ალიანსის წარმომადგენელისგან არის მიუღებელი, რომელიც ოფიციალურ ტერმინად “საქართველო - აფხაზეთის” საზღვარს ამკვიდრებს. დარჩიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს მტერი არ უნდა დაუძახოს.
ოპოზიცია უმრავლესობის სხვა წევრებმაც გააკრიტიკეს. უმრავლესობამ მათ განცხადებებს საბჭოთა იდეები უწოდა.
დღეს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ქუთაისში მესხიშვილის თეატრში გამოსვლისას თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა.

















