საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდის ახალ თანამდებობას მიულოცავს.
ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა იყო და მომავალშიც ასე იქნება.
მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს მრავალწლიანი ტრადიცია აქვს.
სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლა სარკოზი დაამარცხა. ოლანდის ინაუგურაცია 15 მაისს იგეგმება.

















