ნაფიცი მსაჯულის ან მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანა დასჯადი ხდება.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილები შედის, რომლის თანახმად, ნაფიცი მსაჯულის ან მსაჯულობის კანდიდატის მიერ, მისი ნაფიც მსაჯულობასთან შეუთავსებლობის შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობა ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარდგენა – ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე ისჯება.
კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და პავლე კუბლაშვილია.
კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა.

















