საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე დაიწყებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი ფორმულირების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრამდე არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ პირებმა, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში, 10 წელი აქ ცხოვრობდნენ, ბოლო 3 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.
„ეს მნიშვნელოვანი ვადაა იმ პირებისთვის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არა აქვთ და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა სურთ. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი საქართველოდან გავიდა და აღნიშნული ან სხვა მიზეზით, პოლიტიკურ პროცესში ჩართული არ არის“ – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

















