„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ განახლებული პროგრამის - „დასაქმებული საქართველო“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ედპ-დან აცნობეს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ხვალ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობას შეხვდება.
ბაჩუკი ქარდავა ადგილობრივებს ედპ-ს დასაქმების პროგრამას გააცნობს.
„უმუშევრობა ყველა ოჯახისთვის მთავარი პრობლემაა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის. საუბარი შეეხება სოფლის მეურნეობის საკითხებს და ედპ-ს ახალ ინიციატივას „დიასახლისის სტატუსის“ შემოღებასთან დაკავშირებით“ - აცხადებენ ედპ-ს პრესცენტრში.
ედპ-ს განახლებული პროგრამა რამდენიმე კანონის მიღებას ითვალისწინებს - დასაქმების, უმუშევრობის და ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის, გლეხური მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერის, მცირე ბიზნესის წახალისების და საპენსიო რეფორმის შესახებ.

















