logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებისგან“ მისი გამიჯვნა ხელოვნურად ხდება
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებისგან“ მისი გამიჯვნა ხელოვნურად ხდება
17:44 07.05.2012
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მისი გამიჯვნა კოალიცია „ქართული ოცნებისგან“ ხელოვნურად ხდება.

როგორც მან დღეს განმარტა, „სახალხო კრებასა“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ კოალიციაში გაწევრიანების სურვილი არასოდეს ჰქონია.

ბურჯანაძის განმარტებით, „სახალხო კრება“ მასშტაბური ორგანიზაციაა, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი ჰყავს და კოალიციაში გაწევრიანების მიზეზიც არ არსებობს.

„რატომ უნდა შევიდეთ კოალიციაში, მით უმეტეს, იქ არიან ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთმა უხარისხო ქართველები გვეძახა,ზოგმა ჩვენ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა გასული წლის 26 მაისის მოვლენებზე და, რომლებიც ბრძოლის გაუგებარ გზას გვთავაზობენ. ტყუილად ირჯებოდნენ ბატონები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბურჯანაძეს კოალიციაში არ მივიღებთო “- აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

მისივე თქმით, „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრობის“ კოალიციიდან გამიჯვნა ხელოვნურად ხდება და ყველა არგუმენტი, თუ რატომ არ თანამშრომლობდენ ბურჯანაძესთან, თითიდან გამოწოვილია.

„ცხადია, ეს იყო მოგონილი არგუმენტები, სინამდვილეში ამის უკან დგას სხვა რამ, რისი თქმაც კოალიციის წევრებს, მათ შორის კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არ უნდა“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი განმარტებით, კოალიციიდან გამიჯვნის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ ქუჩის აქციების მომხრეა, თუმცა, კოლიციამ აქციები სტადიონზე ახლა თავად დაგეგმა.

ბურჯანაძე მეორე მიზეზად, ხელისუფლების მიერ „დემოკრატიული მოძრაობისადმი“ მიკრულ იარლიყს - პრორუსულობას ასახელებს.

„თუმცა მათ კოალიციაში მიიღეს „მრეწველები“, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის უბედურება. მაშ, რა არის ის არგუმენტი რასაც ვერ ამბობს ვერავინ „ქართული ოცნებიდან“ -აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტი მხოლოდ კონკურენციის შიში იქნებოდა და არა სხვა რაიმე უფრო ღრმა მიზეზი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა