logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს
საია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს
16:27 07.05.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩევნებში  მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებში საფრთხეებს ხედავს და საკუთარ დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე საია-ს წარმომადგენელმა თათული თოდუამ წარადგინა, რომლის თანახმადაც, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევისას სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ან უშიშროების თანამშრომელს შეხება ექნება ისეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან, რომელთან წვდომა თვით საქართველოს მოქალაქესაც არ აქვს.

„ეს უკანასკნელი ქმნის იმ სახელმწიფოს მიერ საქართველოს საქმეებში ჩარევის საფრთხეს, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს პოლიტიკური უფლებების მქონე უცხოელი. ეს საფრთხე არ არსებობს ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, ვინაიდან პირი, რომელიც ჩადგება თავისი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ან უშიშროების სამსახურში, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას და მასთან ერთად პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებასაც“ – ნათქვამია დასკვნაში.

თათული თოდუას თქმით, აღნიშნული ცვლილება შეუსაბამოა იმ საკანონმდებლო პოლიტიკასთან, რასაც პარლამენტი ამ წლებში ატარებდა.

მან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონიც გაიხსენა, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოში რეგისტრირებული პარტიის სასარგებლოდ ფინანსური ან მატერიალური შემოწირულობა ეკრძალებათ. 2011 წლის ბოლოს ამავე კანონში შესული ცვლილებით, პარტიების დაფინანსება იურიდიულ პირებსაც აეკრძალათ. აღნიშნული აკრძალვის მიზეზი ქართულ პოლიტიკაში სხვა ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მოქალაქეთა გავლენის თავიდან აცილება იყო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა