ბათუმის იუსტიციის სახლს "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრები ესტუმრნენ. ისინი ბათუმის იუსტიციის სახლის მუშაობის
სპეციფიკაა გაეცნენ და სამხელმწიფო მომსახურების სფეროში დანერგილი ონლაინსერვისების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბიზნესმენებმა იუსტიციის სახლის დემოცენტრიც დაათვალერეს. "საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებმა" მონიტორებზე სხვადასხვა ოპერაციები თავად ჩაატარეს. ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა იუსტიციის სახლის მომსახურებითაც ისარგებლეს - მათმა ნაწილმა ID-ბარათები დაჩქარებული წესით აიღო.
"საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები" ბათუმში სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმყოფიან, რომელიც საქართველოს მთავრობის მონაწილეობით იმართება.

















