გორის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებში პოლიციის საზეიმო აღლუმის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.
ღონისძიებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფის 5 ათასამდე სამართალდამცავი მიიღებს მონაწილოებას. ფეხოსნებთან ერთად, შსს-ს ტექნიკაც -ჯავშანტრანსპორტიორები - „კობრა“, „მგელი“, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნება წარმოდგენილი.
აღლუმი 14.00 საათზე დაიწყება. მას საკანონონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. აღლუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს.
6 მაისს ქართული პოლიცის დღე უკვე მესამე წელია აღინიშნება.

















