6 მაისს, გორში ქართული პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმში 5 ათასამდე პოლიციელი მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
აღლუმს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
გორში დაგეგმილი აღლუმი 12.00 საათზე დაიწყება.
6 მაისი, ქართული პოლიციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა. წელს ეს თარიღი მესამედ აღინიშნება.

















