გორში ხვალ ქართული პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მასში მონაწილეობას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.
გორში დაგეგმილ ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დეპუტატები და მინისტრები დაესწრებიან.
6 მაისი, ქართული პოლიციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა. წელს ეს თარიღი მესამედ აღინიშნება. 6 მაისი აჭარის რევოლუციის დღეც არის.

















