„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები გურამ ჩახვაძე და გოგა გოგნიაშვილი დღეს განახლებულ პროგრამას „დასაქმებული საქართველო” ნაძალადევის მოსახლეობას წარუდგენენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ედპ-დან აცნობეს, ისინი თბილისელებს პარტიის საარჩევნო კამპანიის ძირითად პრიორიტეტებსა და ხედვებს გააცნობენ.
პარტიის ინფორმაციით, ედპ განახლებული პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ოჯახში მივა.
განახლებული პროგრამა რამდენიმე კანონის მიღებას ითვალისწინებს - დასაქმების, უმუშევრობის და ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის, გლეხური მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერის, მცირე ბიზნესის წახალისების და საპენსიო რეფორმის შესახებ.
პარტია მიმდინარე თვეში ზუგდიდისა და სამეგრელოს რაიონის სოფლებში შეხვედრებს გეგმავს.

















