გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის სამთავრობო კომისიას ახალი შემადგენლობა და ხელმძღვანელი ჰყავს.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი უხელმძღვანელებს.
სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ - განათლების, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და თსუ-ს წარმომადგენლები.
კომისია 12 წევრით დაკომპლექტდა.

















