უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 26 მაისის სხდომას, რომლის გამართვა ქუთაისში იგეგმება, საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადეს.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, პარლამენტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით თბილისშია, ამიტომ, ისინი ქუთაისში პარლამენტის სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
გიორგი ახვლედიანის განმარტებით კი, 26 მაისს „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საპიარო სხდომის“ ჩატარებას გეგმავენ.
„ჩვენ არ გვინდა ამ პიარაქციის ნაწილი ვიყოთ, ამიტომ, სხდომაში მონაწილეობას არ მივღებთ“ – აღნიშნა ახვლედიანმა.
პარლამენტი 26 მაისს, ქუთაისში საზეიმო სხდომის გამართვას გეგმავს.

















